ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ახალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამთავრობო ავტოპარკში შავი ჯიპების ჩანაცვლების თაობაზე ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას ძალაში ტოვებს.როგორც ჩიქოვანმა განაცხადა, ეკონომიკის სამინისტრო კვლავ გეგმავს არსებული მანქანების ელექტროავტომობილებით ჩანაცვლებას.
"რა თქმა უნდა, ეს პროექტი ძალაში რჩება და სამინისტრო გეგმავს არსებული მანქანების ელექტროავტომობილებით ჩანაცვლებას, თუმცა როდისთვის მოხდება ეს, ამას ვერ გეტყვით, ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს," - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა სამთავრობო მანქანების - შავი ჯიპების ელექტროავტომობილებით ჩანაცვლება თებერვალში დააანონსა.