ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ევროკავშირის დატოვების სანაცვლოდ მომგებიანი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები შესთავაზა.ამის შესახებ ამერიკული The Washington Post-ი ევროპელ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულის შესახებ ტრამპმა მაკრონს 24 აპრილს თეთრ სახლში კერძო ვიზიტის დროს უთხრა, რა დროსაც განიხილებოდა სავაჭრო საკითხები. რაღაც მომენტში ამერიკელმა ლიდერმა ჰკითხა ფრანგ სტუმარს, „ხომ არ დატოვებდით ევროკავშირს?“. სამაგიეროდ ტრამპმა მაკრონს შესთავაზა სავაჭრო შეთანხმება, რომელიც უფრო მომგებიანი იქნებოდა, ვიდრე ევროკავშირთან დღეს არსებული.
თეთრმა სახლმა აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტირებისგან თავი შეიკავა. გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, სწორედ ამ შეხვედრის დროს უწოდა ტრამპმა ევროკავშირს „ჩინეთზე უარესი“ სავაჭრო პარნტიორი.
კოკა კვირკველია