საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით -23.9 მლრდ აშშ დოლარი (-57.6 მლრდ ლარი) შეადგინა რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -152.3 პროცენტია.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.1 მლრდ აშშ დოლარით გაუარესდა.
2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9.3 მლრდ აშშ დოლარია (22.5 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 15.6 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 33.2 მლრდ აშშ დოლარი (80.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.1 მლრდ აშშ დოლარით მეტია.