რეფინანსირების აუქციონზე ხუთი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა

ეროვნული ბანკის დღეს გამართულ 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 480 000 000 ლარი შეადგინა, ხუთი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.00 პროცენტით, მაქსიმალური 4.06 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.01 პროცენტით განისაზღვრა.

"რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს" , - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.