ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დატოვეს და მომდევნო 6 თვით გაახანგრძლივეს. დადგენილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.როგორც ცნობილია, რუსეთს ეკონომიკური სანქციები ყირიმის მიერთებისა და დონბასის მხარდაჭერის გამო დაუწესეს და ის მოიცავს როგორც ეკონომიკურ და საბანკო, ასევე ენერგეტიკულ და სამხედრო მიმართულებებს.
როგორც ევროპელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, დისკუსია ამ საკითხზე იყო მოკლე. მხარეებმა ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის მოხსენებები მოისმინეს, რომლებმაც სანქციების გახანგრძლივების მოტივად მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობა და ამ მიმართულებით დადებითი დინამიკის არქონა დაასახელეს.
კოკა კვირკველია