„ბიზნესი ფოლკლორივითაა“ - რატომ ადარებდა სტივ ჯობსი ბიზნესს ფოლკლორს

„სტივმა დაგვიტოვა კომპანია, რომლის აშენებაც მხოლოდ მას შეეძლო, მისი შემართება კი ყოველთვის apple-ის საძირკველი იქნება“– ეს წარწერა კომპანია apple-ს მთავარ გვერდზე 2011 წლის 5 ოქტომბერს გაჩნდა, მაშინ, როდესაც კომპანიის თანადამაარსებელი და გენერალური დირექტორი სტივ ჯობსი გარდაიცვალა. იმ დღისით კომპანიის ოფიციალური გვერდი მთლიანად სტივ ჯობსის შავ-თეთრმა ფოტომ დაიკავა.

სტივენ პოლ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს, სან-ფრანცისკოში დაიბადა. ორეგონ რიდის კოლეჯში გატარებული ერთი სემესტრის შემდეგ სწავლა მიატოვა და კალიფორნიას დაუბრუნდა. სწორედ აქ, ავტოფარეხში, კოლეჯიდან გარიცხულ მეგობართან - სტივენ ვოზნიაკთან - ერთად Apple -ის პირველი კომპიუტერი შექმნა.

bpn

bpn

წყვილის შემდეგი კომპიუტერი კომპანიის პირველ ჰიტად იქცა, რომელსაც სულ მალე „მაკინტოშიც" მოჰყვა. მას შემდეგ სტივ ჯობსს საზოგადოებისთვის რევოლუციური შეთავაზებები არ მოუკლია: ჯერ iPod, შემდეგ - iPhone, ცოტა მოგვიანებით კი - iPad. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტივ ჯობსი მსოფლიოში ყველაზე ელეგანტური და ინოვაციური ტექნოლოგიების შემქმნელია.

„XX საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევარში სანფრანცისკოსა და სილიკონის ველზე ტექნიკური რევოლუცია კვლავაც გამალებით გრძელდებოდა. რადიოტექნიკური პროდუქციის, მიკროსქემების, ვიდეოთამაშებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ახალი ერა იწყებოდა! ასევე ვითარდებოდა ჰაკერთა სუბკულტურა, მათ შორის იყვნენ როგორც ქსელის სპეციალისტები, ასევე სატელეფონო თაღლითები, ჩვეულებრივი მოყვარულები და ის ინჟინრები, რომლებიც hp-ის იერარქიაში ვერ ჩაეწერნენ. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ დაგენგელბარტი, რომელმაც კომპიუტერული „თაგვი“ და გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისი დაამუშავა. ჰიპებისა და ჰაკერების სუბკულტურის გაერთიანების ყველაზე კარგი ნიმუში სტივ ჯობსი იყო. ის დილაობით მედიტირებდა, შემდეგ სტენფორდის უნივერსიტეტში ფიზიკის ლექციებს ისმენდა, საღამოს კი Atari-ში მუშაობდა და საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე ოცნებობდა.

წლების მერე ჯობსი U2-ის ლიდერ ბონოსთან ხშირად განიხილავდა თემას, თუ როგორ

მოხდა, რომ ეს არაფორმალი მოჯანყეები სან-ფრანცისკოსა და მიმდებარე ტერიტორიებიდან, რომლებიც როკისა და ნარკოტიკების სიყვარულით გამოირჩეოდნენ, ბოლოს და ბოლოს, პერსონალურ კომპიუტერამდე მივიდნენ“, – წერს ჯობსის ბიოგრაფი უოლტერ აიზეკსონი.