მსოფლიოს წამყვანი საგადასახადო სისტემები Visa და MasterCard-ი ახლოს არიან არასასამართლო შეთანხმების აღსრულებასთან, რომლის თანახმად ისინი მზად არიან გადაიხადონ 6,5 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაცია ამერიკელი რითეილერების ჯგუფისთვის, გაზრდილი ბანკთაშორისი საკომისიოების გამო. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.სასამართლო დავა მრავალი წელია გრძელდება. 2005 წელს ამერიკის შეერთებული შტატების დაახლოებით 8 მილიონმა საცალო ვაჭრობის მაღაზიამ და მათმა გამაერთიანებელმა ასოციაციამ კოლექტიური სარჩელი შეიტანეს სასამართლოში Visa, MasterCard-ის წინააღმდეგ და მათ ბრალი დასდეს ამერიკული ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაში. მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ საგადასახადო სისტემები შეთანხმებით მოქმედებდნენ და ამ გზით წევდნენ მაღლა საკომისიოს, რომელიც ეჭრებოდათ მაღაზიებს ყოველ ჯერზე, რა დროსაც მომხმარებელი შესყიდვას პლასტიკური ბარათით ახორციელებდა.
როგორც გამოცემა წერს, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომლის თანახმად საგადასახადო სისტემები და ბანკები (მათ შორის JPMorgan Chase, Citigroup და Bank of America) მოსარჩელე მხარეს გადაუხდიან კომპენსაციას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ უკვე მოახდინეს ნიუ-იორკის სასამართლოს ინფორმირება.
წინასწარი შეთანხმების თანახმად, რითეილერებს აეკრძალებათ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სარჩელის შეტანა. ხოლო საბოლოო შეთახმება მოსამართლეს აგვისტოში წარედგინება.
კოკა კვირკველია