ქალაქს უახლოეს მომავალში ახალი ავტობუსები ეყოლება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
"ავტობუსებთან დაკავშირებით ჩავარდნილ ტენდერში არის რამდენიმე მთავარი პოზიცია. ჩვენ ვითხოვთ იმ ტიპის ავტობუსებს, რომლებიც განსხვავებულია, რომლებიც შემოყვანილებისგან განსხვავებულია ზომით. არსებობს დიზელის და ბენზინის წარმოება. ჩვენ ავირჩიეთ "ეკო 6" დიზელის წარმოების ავტობუსები, რომლებზე წვდომაც ბევრ კომპანიას არ აქვს. მოხდა ისე, რომ რომელ კომპანიასაც წვდომა ჰქონდა, სამწუხაროდ, ხარვეზები ჰქონდა დოკუმენტაციაში. ამაზე, რა თქმა უნდა, ახლიდან ჩავატარებთ ტენდერს და აუცილებლად გამოვლინდება გამარჯვებული. დროში არ გაიწელება, ცოტა გადაიდება, თუმცა, ქალაქს უახლოეს მომავალში ეყოლება ახალი ავტობუსები", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
როგორც ცნობილია, თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანაზე დედაქალაქის მერია დაახლოებით 10 დღეში ახალ ტენდერს გამოაცხადებს.