ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე ე.წ. კუკუშკამ მოძრაობა განაახლა

დღეს, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე ე.წ. კუკუშკამ მოძრაობა განაახლა.როგორც  „საქართველოს რკინიგზიდან“ იუწყებიან, პირველი რეისი დილის 07:15 საათზე შესრულდა.

„კუკუშკით“ ბორჯომიდან ბაკურიანში ქართველებთან ერთად უცხოელმა ტურისტებმაც იმგზავრეს.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მიწის მასები ჩამოიშალა, რის გამოც კუკუშკის გადაადგილება შეფერხდა. ლიანდაგის მეწყერული მასისაგან გაწმენდით სამუშაოებს რკინიგზის შვილობილი კომპანია “GR ბორჯომი - ბაკურიანი“ რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად აწარმოებდა.