საქართველო ყველა იმ მოთხოვნას ასრულებს, რაც სავალუტო ფონდს აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.დეპუტატის თქმით, საქართველოს მთავრობას და სავალუტო ფონდს არასდროს ჰქონიათ ისეთი კარგი ურთიერთობა, როგორიც დღეს აქვს.
“ეს ურთიერთობა გამოიხატება იმაში, რომ საქართველო ყველა იმ მოთხოვნას ასრულებს, რაც სავალუტო ფონდს აქვს. ეს მოთხოვნები არის სრულიად სამართლიანი და საქართველოსთვის სასარგებლო. ეს ეხება ბიუჯეტის დეფიციტს, მიმდინარე ანგარიშს, ეკონომიკურ ზრდას თუ სახელმწიფო ვალს. მაგალითად, ბიუჯეტის დეფიციტი დღეს არის 3%-ზე ნაკლები. შედარებისთვის, 2010-2011 წელში 9%-იც იყო. რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, სავალუტო ფონდი ითხოვს, რომ არ იყოს 60%-ზე მეტი, ჩვენი მსგავსი ქვეყნების შემთხვევაში კი 50%-ზე მეტი - ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 43% მომავალ წელს“, - აცხადებს პაატა კვიჟინაძე.