PowerPoint Karaoke თბილისში მეორედ გაიმართება

PowerPoint Karaoke თბი­ლის­ში მე­ო­რედ გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სტარ­ტა­პე­რებს, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს და სტუ­დენ­ტებს "ტერ­მი­ნალ­ში" გარ­თო­ბას­თან ერ­თად PowerPoint -ის ტრა­დი­ცი­უ­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი ელით.

PowerPoint Karaoke, რო­მე­ლიც 2006 წელს ბერ­ლინ­ში შე­იქ­მნა, Zentrale Intelligenz Agentur-ის პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ხე­ლო­ვა­ნებ­სა და მწერ­ლებს აერ­თი­ა­ნებს. ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მსოფ­ლი­ოს ბევრ ქა­ლაქ­ში იმარ­თე­ბა.

PowerPoint Karaoke გაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ორ­შა­ბა­თი სულ სხვაგ­ვარ დღედ აქ­ცი­ოთ - ნაკ­ლებ სტრე­სუ­ლად და მე­ტად მხი­ა­რუ­ლად. გაქვთ შან­სი, გა­იც­ნოთ და შემ­დეგ - შე­ე­ჯიბ­როთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც, შე­საძ­ლოა, თქვე­ნი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი იყ­ვნენ, ასე­ვე - გა­ნა­ვი­თა­როთ პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის უნა­რი. სა­ხე­ლის მი­უ­ხე­და­ვად, სიმ­ღე­რა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­ჭი­რო არ არის და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია ყვე­ლას - მათ, ვი­საც აქ­ტი­უ­რო­ბა სურთ და მა­თაც, ვი­საც - უბ­რა­ლოდ დას­წრე­ბა და გარ­თო­ბა ურ­ჩევ­ნია.

ვიდ­რე ღო­ნის­ძი­ე­ბა და­ი­წყე­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მო­ამ­ზა­დე­ბენ PowerPoint პრე­ზენ­ტა­ცი­ებს სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე. ღო­ნის­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას, ნე­ბის­მი­ერ მო­ნა­წი­ლეს შე­უძ­ლია აი­ღოს მიკრო­ფო­ნი, დად­გეს აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე და ექ­სპრომ­ტად წა­რად­გი­ნოს პრე­ზენ­ტა­ცია, რომ­ლის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ არა­ფე­რი ეცო­დი­ნე­ბა.

თი­თო­ე­უ­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, ჟი­უ­რი (სპონ­სო­რე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი) და აუ­დი­ტო­რი­ის წევ­რე­ბი სპი­კე­რებს სამ კი­თხვას და­უს­ვა­მენ. თე­მას­თან და­კავ­შრე­ბით ღრმა ცოდ­ნა სა­ჭი­რო არ არის - მთა­ვა­რია, სპი­კერ­მა პა­სუ­ხის, ანდა - პრე­ზენ­ტა­ცი­ის დროს იმპრო­ვი­ზა­ცი­ის უნა­რი გა­მო­ავ­ლი­ნოს.

მო­ნა­წი­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ, პრე­ზენ­ტა­ცია წა­რად­გი­ნონ ინ­გლი­სურ, ქარ­თულ ან - ნე­ბის­მი­ერ სხვა ენა­ზე.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი და ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც პრე­ზენ­ტა­ცი­ას წა­რად­გენს, ძვირ­ფას პრი­ზებს მი­ი­ღე­ბენ.

PowerPoint Karaoke-ს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან Tbilisi Startup Bureau და "ტერ­მი­ნა­ლი".

ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან Grant Thornton Georgia,

Taxify Georgia, Kedari Ventures, Blue Ocean Success Library, Panophobia, Urban Garden, Estrella Damm, "ნა­ბეღ­ლა­ვი".

ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ონ­ლა­ინ : TKT.ge, Eventer.ge და Biletebi.ge.