გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა მოგზაურობის მონიტორინგის კომპანია OAG-მა ავაიაკომპანიების რეიტინგი წარმოადგინა.OAG აწარმოებს ციფრულ ინფორმაციას და პროგრამებს მსოფლიოში მოქმედი ავიაკომპანიებისთვის, აეროპორტებისა და სახელმწიფო სააგენტოებისთვის.
რეიტინგის პირველ ადგილს სამხრეთკორეული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია T'way Air-ი იკავებს. მას ჯამში 27 028 ფრენა აქვს შესრულებული და ფრენების დროული შესრულებისთვის, რაც არაუმეტეს 15 წუთიან დაგვიანებას გულისხმობს, წლიური 95,6 პროცენტი აქვს მიღებული. რის გამოც OAG-მა უმაღლესი 5 ვარსკვალვი მიანიჭა.
Hong Kong Airlines-ი რეიტინგის მეორე ადგილზეა. ავიაკომპანია ჰონგ-კონგშია დაფუძნებული და დაახლოებით, 30 ქალაქს ფარავს. მას ჯამში, 37 735 ფრენიდან 92,4 დროულად აქვს შესრულებული, რის გამოც მასაც 5 ვარსკვლავი მიენიჭა.
კიდევ ერთი 5-ვარსკვლავიანი ავიაკომპანია იაპონური Fuji Dream Airlines-ია. მას 24 304 ოპერაცია აქვს განხორციელებული და ფრენების 91,7% დროულად აქვს შესრულებული. ავიაკომოანიამ ოპერირება 2009 წელს დაიწყო და 14 მიმართულებით დაფრინავს.
რეიტინგის მეოთხე ადგილს კიდევ ერთი 5-ვარსკვლავიანი ავიაკომპანია Canaryfly იკავებს. ავიაკომპანია ესპანურია და დასავლეთ ევროპის რეგიონს ფარავს. მას 12 550 ფრენა აქვს განხორცილებული, აქედან დროულად 90,6% აქვს შესრულებული.
კიდევ ერთი 5-ვარსკვლავიანი ავიაკომპანია ლატვიური დაბალბიუჯეტიანი კომპანია Air Baltic Corporation-ია. ავიაკომპანიამ ოპერირება 1995 წელს დაიწყო, თვითმფრინავები 68 მიმართულებით დაფრინავენ და ძირითადად აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას ფარავენ. ავიაკომპანია საქართველოშიც ოპერირებს. ავიაკომპანიას 51 817 რეისი აქვს შესრულებული და აქედან 90% – დროულად. კითხვის გაგრძელება