ფინანსთა მინისტრის ნიკოლოზ გაგუას თქმით, დამატებული ღირებულების ზედმეტობის დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, 6 თვის მდგომარეობით, დაბრუნებულია 226 მლნ ლარი, რაც უკვე აღემატება 2017 წლის წლიურ მაჩვენებელს.
მისივე თქმით, დადებითი დინამიკაა საგადასახადო შემოსავლების კუთხით. „ჩვენ ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 6 თვის მაჩვენებელს 140 მილიონ ლარზე მეტი გადაჭარბებით შევასრულებთ. ასე რომ, გაგრძელდება ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებზე, რაც ხელს შეუწობს კერძო სექტორის გაძლიერებას, მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.