სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე 2019 წელს დასრულდება, 2020 წელს კი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ექსპლუატაციაში შევა.სასტუმროს საინვესტიციო კომპანია „გრანატ-ინვესტმენტი“ აშენებს, რომელიც პროექტში 45 მლნ-მდე ევროს ინვესტიციას განახორციელებს.
სასტუმროს მშენებლობის შესახბ განცხადება მიმდინარე წლის იანვარში აკეთდა. აღსანიშნავია, რომ „ჰილტონ თბილისის“ მთავარი კონტრაქტორი დეველოპერი კომპანია - BBC-ია, სამშენებლო პროცესს კი, მენეჯმენტს ბრიტანული კომპანია BHP უწევს.
ამასთან, პროექტის თანახმად, საერთო ჯამში, 500-მდე ადამიანი დასაქმდება.