ცხოველის დაკვლა ვიდეოთვალით დაფიქსირდება

15 ივნისიდან სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის კონტროლს ამკაცრებს.

სასაკლაოზე მიმაგრებული ვეტერინარები სპეციალური ვიდეოთვალით აღიჭურვებიან.

"ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის გამკაცრების მიზნით, 15 ივნისიდან თითოეული ცხოველის დაკვლა ვიდეოთვალით დაფიქსირდება, რაც, ერთი მხრივ, ვეტერინარების საქმიანობას უფრო მეტად გამჭვირვალეს გახდის, მეორე მხრივ, ბაზარზე საეჭვო და შეუმოწმებელი ხორცის მოხვედრის რისკს მინიმუმამდე შეამცირებს", - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე განცხადებით, აღნიშნული სიახლე სურსათის ეროვნულ სააგენტოში დღეს სასაკლაოზე მიმაგრებულ ვეტერინარებს გააცნეს და შესაბამისი ინსტრუქციებიც დაურიგეს.