დღეიდან პოლიციელების ხელფასი იზრდება

დღეიდან პოლიციელების ხელფასი იზრდება.13 200 პოლიციელს ხელფასი 250-250 ლარით გაეზარდა.

პოლიციის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 19 ივნისს, გიორგი გახარია პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა.

გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიციელების ხელფასების ზრდა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სამინისტროში ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდა.