13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის გზა გაიხსნა

2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზა გაიხსნა.აღნიშნულ გზაზე 2015 წლიდან დღემდე, გადაადგილება მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა ურთულესი მონაკვეთია და წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება. თბილისის მერის განცხადებით, გზის პროექტირება-რეაბილიტაციაზე 30 მილიონი ლარი დაიხარჯა. გზის სიგრძე დაახლოებით, 4 კილომეტრს შეადგენს. 

„2015 წელს, როდესაც თბილისში სტიქიური უბედურება მოხდა, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა დედაქალაქს. ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მთა ჩამოიშალა და გზა მთლიანად ჩაიტანა. ჩვენ მაშინვე დავიწყეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებდა პროექტს, რისთვისაც 30 მილიონი დაიხარჯა. საკმაოდ მასშტაბური სამუშოები იქნა ჩატარებული.

დღეს კი ადამიანებს ამ გზით სარგებლობა და გადაადგილება უკვე შეუძლიათ. ასევე, ახალდაბასთან მისასვლელი ხიდის რეაბილიტაციაც მოხდა და იქაც უკვე მოძრაობა დაშვებულია და შესაძლებელია გადაადგილება.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ გზასთან დამონტაჟებულია სპეციალური ტექნოლოგიები და თუკი რაიმე საფრთხე იქნება, მაშინვე სიგნალის ჩართვა მოხდება და გზის ეს მონაკვეთი ჩაიკეტება, რომ ადამიანების დ აქ მოსიარულე მგზავრების უსაფრთხოება დაცული იქნას. ასევე, გაკეთებულია დამცავი ბადეები. ქვათა ცვენის დროს, თუ იქნება ასეთი შემთხვევა, რომ გზაზე არ ჩამოვიდეს.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს ამ კონკრეტული მონაკვეთით, ყველანაირიად უსაფრთხო და დაცულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.