არხების შექმნის შესაძლებლობა ექნებათ მესინჯერ WhatsApp-ის მომხმარებლებს. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდი იუწყება.
„ჩვენ ვიწყებთ ჯგუფების ახალი მართვის საშუალებას, რა დროსაც ჯგუფში ინფორმაციის გაგზავნა შეეძლება მხოლოდ ადმინისტრატორს“ - წერია განცხადებაში.
აღნიშნული ფუქნცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს მნიშვნელოვანი განცხადებები და გზავნილები, მაგალითად, სასწავლო დაწესებულებებიდან, თვითმმართველობის ორგანოებისგან და არაკომერციული ორგანიზაციებისგან - აცხადებენ მისი შემქმნელები.
მსგავსი ტიპის ფუნქცია პირველად მესინჯერ Telegram-ში გამოჩნდა, რის შედეგადაც მედიის დიდმა ნაწილმა, ორგანიზაციებმა და ცნობილმა ადამიანებმა შექმნეს საკუთარი Telegram-არხები.
კოკა კვირკველია