აშშ მსო-ს არ დატოვებს

ამერიკის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა „ფეიკი“ უწოდა ინფორმაციას, რომელიც გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა და რომელიც ეხებოდა ამერიკის მხრიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილებას.

„ამაში არ არის სენსაცია... ეს არასწორია“ - განუცხადა მნუჩინმა ტელეკომპანია Fox Business Network-ს.

როგორც მანამდე გამოცემა Axios საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ აპირებდა მსო-ს დატოვებას. ის თითქოსდა ეუბნებოდა თავის მრჩევლებს, რომ ვერ იგებდა, რატომ რჩებოდა შტატები ამ ორგანიზაციაში, რომელიც შექმნილია სხვა ქვეყნების მიერ იმისთვის, რომ ზეგავლენა მოახდინონ აშშ-ზე. გამოცემა იმასაც დასძენდა, რომ მრჩეველები ცდილობდნენ გადაერწმუნებინათ დონალდ ტრამპი ამ გადაწყვეტილების მიღებისგან.

„ეს გადამეტებულია. პრეზიდენტმა ჩვენ ყველას ნათლად გვითხრა, რომ შეწუხებულია მსო-ს გამო და ფიქრობს, მას არასამართლიანი ასპექტები აქვს. მისი აზრით, ჩინეთი და სხვა წევრი ქვეყნები მსო-ს იყენებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არადა თავისუფალ ვაჭრობას ემხრობიან. ბარიერის დაძლევა - აი რისთვის ვილტვით ჩვენ“, - დასძინა მნუჩინმა.

როგორც ცნობილია, წინასაარჩევნო კამპანიისას დონალდ ტრამპმა მსო-ს უბედურება უწოდა. აპრილში კი მან განაცხადა, რომ ორგანიზაცია არასამართლიანად ექცეოდა აშშ-ს, ამით კი ჩინეთს აქეზებდა.

კოკა კვირკველია