ევროკავშირის ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევას - საბაჟო კავშირს 50 წელი შეუსრულდა. ამის შესახებ ბრიუსელში ევროკომისიაში განაცხადეს.
„საბაჟო კავშირი - მთავარი და უნიკალური მიღწევაა. ის საშუალებას აძლევს ევროპელებს სრულად ისარგებლონ შიდა ბაზრის უპირატესობით, ისე რომ, არ გაწყდეს სავაჭრო მიმოცვლა და მომხმარებელთა დაცვა. აუცილებლობად მიგვაჩნია, მადლიერება გამოვხატოთ ათასობით ადამიანისადმი, რომლებიც ხელს უწყობენ ამ ევროპულ მიღწევას ბოლო 50 წლის განმავლობაში და განაგრძობენ ამის კეთებას“, - განაცხადა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ევროკომისარმა ეკონომიკურ და ფინანსურ, საბაჟო და საგადასახადო საკითხებში პიერ მოსკოვიჩმა.
„საბაჟო სამსახურმა, რომელიც წარმოიშვა ომის შემდგომ ევროპაში, ფუნქციონირება 1968 წელს დაიწყო. სწორედ ერთიანმა საბაჟო კავშირმა აქცია ევროკავშირი მსოფლიოში უმსხვილესი სავაჭრო გაერთიანებად, რომელიც 28 საბაჟო ადმინისტრაციას აერთიანებს და მოქმედებს როგორც ერთიანი სისტემა“ - აცხადებენ ბრიუსელში.
ცნობისათვის, ევროკავშირის საბაჟოებმა 2017 წელს მსოფლიო სავაჭრო პროდუქციის 17% დაამუშავეს.
კოკა კვირკველია