Amazon-მა ონლაინ აფთიაქი PillPack შეიძინა

მსოფლიოს უმსხვილესმა ონლაინ მაღაზიამ, კომპანია Amazon-მა ონლაინ-აფთიაქი PillPack შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

როგორც Bloomberg-ი შიდა წყაროებზე დაყრდნობით წერს, გარიგების თანხამ სავარაუდოდ 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. მხარეები აღნიშნული შეთანხმების დასრულებას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გეგმავენ, ამ მომენტისთვის კი ისინი რეგულატორის მხრიდან თანხმობას ელოდებიან.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ PillPack-ის კლიენტები ძირითადად არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ რამდენიმე პრეპარატს და დაავადებულნი არიან ქრონიკული დაავადებებით. კომპანია ადგენს წამლების სავარაუდო კომპლექტს უკვე დახარისხებულს დოზების მიხედვით და ახორციელებს მათ მიწოდებას „კარამდე“.

კოკა კვირკველია