საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა 27 ივნისს, ჩინეთში, პეკინში მონაწილეობა მიიღო აბრეშუმის გზის ფორუმის მუშაობაში (China’s Belt andRoad), სადაც საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და პოტენციალზე ისაუბრა.
ამასთან, მიხეილ ხიდურელმა ფორუმის მონაწილეებს კონკრეტული საინვესტიციო პროექტები გააცნო,
Belt and Road არის საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს აბრეშუმისგზის ქვეყნებს შორის ბიზნესთანამშრომლობის ხელშეწყობას, რესურსების ეფექტურ გადანაწილებას, ბაზრების ინტეგრაციას და სხვა ეკონომიკური ფაქტორების გაუმჯობესებას.
ფორუმზე ყურადღება განსაკუთრებულად გამახვილდა ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს, ყაზახეთისა და უზბეკეთის ეკონომიკურ პოტენციალზე. ბიზნესფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესკონსულტანტებმა, სავაჭრო პალატების თავმჯდომარეებმა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა ევრაზიის კონტინენტის ქვეყნებიდან.