IDFI: 12-მა თანამდებობის პირმა პრემიის სახით 514 890 ლარი მიიღო

საქართველოს შემოსავლების სამსახურში 2013 წელს თანამდებობის 12-მა პირმა პრემიის სახით 514 890 ლარი მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს, რომელმაც აღნიშნული საჯარო ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა.

IDFI-ის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ლაშა ხუციშვილის მიღებულმა პრემიამ შეადგინა 62 540 ლარი, რაც შეეხება მოადგილეების პრემიებს - კახა ცერცვაძემ პრემიის სახით - 65 850 ლარი მიიღო, ირაკლი შარტავამ - 63 400 ლარი, გიორგი ბაქრაძემ - 65 400 ლარი, რუსლან ახალაიამ - 58 900 ლარი.

"2013 წელს შემოსავლების სამსახურში განხორციელდა ავტოპარკის განახლება. 101 ავტომობილი, საერთო ღირებულებით 720 200 ლარი, ჩანაცვლდა 148 ავტომობილით, საერთო ღირებულებით 6 626 858 ლარი. შეძენილი ავტომობილებიდან ყველაზე დიდი თანხა, 2 437 470 ლარი გადახდილი იქნა სპეცავტომანქანა რედგენო სკანერი RAPISCAN Eagle M60 #UMU 784-ის შესაძენად.

IDFI საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციასაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2013 წელს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 34 310 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 114 004 ლარი", - ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.