შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში 35 წლის კაცი გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუმარტეს, სამშენებლო კომპანიის თანამშრომელს მშენებარე ობიექტზე დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.