მაისში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

2018 წლის მაისში, ვადაგადაცილებული სესხები 31.5 მლნ ლარით გაიზარდა და 409.8 მლნ ლარს გაუტოლდა.საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 46.2 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.8 პროცენტს გაუტოლდა.