ევროკავშირი ვაშინგტონს ავტომობილებზე საპასუხო გადასახადების დაწესებით ემუქრება

თუ აშშ ევროპულ ავტომობილებისა და ავტონაწილების იმპორტს ახალი ტარიფით დაბეგრავს, ბრიუსელი საპასუხოდ 300 მილიარდამდე დოლარის მოცულობის ამერიკული პროდუქციის ექსპორტს ახალ გადასახდს დაუწესებს. ამის შესახებ ოფიციალური ბრიუსელის მიერ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტისთვის გაგზავნილ წერილობით შეტყობინებაში წერია.როგორც The Financial Times-ი წერს, ამით ბრიუსელმა პირველად მოახდინა პირდაპირი რეაგირება ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას Fox News-ტან ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირის სავაჭრო საკითხებში ჩინეთივით „ცუდად იქცევა“. მან სრულად უარყო მოსაზრება, რომ მისი თავდასხმები ევროპელ მოკავშირეებზე კონტრპროდუქტიულია და რომ ევროკავშირთან საჭიროა ურთიერთობების დალაგება, რათა ერთობლივად გადაჭრან ჩინეთთან სავაჭრო საკითხებში არსებული პრობლემები.

ევროკომისიის აზრით ვაშინგტონის ძიება იმასთან დაკავშირებით, წარმოადგენს თუ არა იმპორტირებული ავტომობილები საფრთხეს აშშ-ის უსაფრთხოებისთვის, შესაძლოა, მსოფლიოში მსხვილმასშტაბიანი სავაჭრო ომის მიზეზი გახდეს. ამასთან, უარყოფითად იმოქმედებს ამერიკულ ავტოწარმოებაზე, რომელშიც ამ დროისთვის დასაქმებულია 4 მილიონი ამერიკელი.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ამერიკის მხრიდან მსგავსი საქციელი შექმნის პრეცენდენტს იმისა, თუ როგორ ირღვევა საერთაშორისო სამართალი და ეს დარტყმას მიაყენებს აშშ-ს იმიჯს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა 22 ივნისს განაცხდა, რომ აპირებს 20%-იანი გადასახადის დაწესებას ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ იგივე განიხილება სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც.

კოკა კვირკველია