WTI ნავთობზე ფასმა პირველად 2014 წლის შემდეგ 75 დოლარს გადააჭარბა

გუშინ ნიუ-იორკში გამართულ სავაჭრო ბირჟაზე ტეხასურ მსუბუქ ნავთობზე WTI პირველად 2014 წლის ნოემბრის შემდეგ ბარელზე 75 დოლარს გადააჭარბა და 75,07 შეადგინა.რაც შეეხება Brent მარკის ნავთობის ფასს, ის 1,36% გაძვირდა და ბარელზე 78,35 დოლარი შეადგინა.

როგორც ცნობილია, სწორედ ფასის დარეგულირების გამო სთხოვა აშშ-მ „ოპეკის“ წევრ მის მოკავშირეებს გაზარდონ ნავთობის დღიური მოპოვება. მათ შორის, ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ თავად დონალდ ტრამპმა მიმართა საუდის არაბეთის მეფეს გაზარდოს ნავთობის მოპოვება დღე-რამეში 2 მილიონი ბარელით. დღეს კი „ალჯაზირა“ ავრცელებს ინფორმაციას რომ საუდის არაბეთი ტრამპის ამ თხოვნას დათანხმდა.

ექსპერტების ნაწილის ვარაუდით კი, ამერიკის მხრიდან ირანზე დაწესებული სანქციების გამო ნავთობზე ფასების მომდევნო ზრდა გარდაუვალია.

კოკა კვირკველია