თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში ქაოტური განაშენიანება შეჩერდება.როგორც მაია ბითაძემ განმარტა, გენერალური გეგმის ავტორებთან და სპეციალისტებთან ერთად გამოვლენილია 11 ლოკაცია, სადაც ქაოტური განაშენიანების პრობლემა იკვეთება.
“აუცილებლად შეჩერდება ქაოტური განაშენიანება, თუმცა ამაში არ იგულისხმება ის, რომ შევაჩერებთ მთლიანად ბიზნეს პროცესებს. რა თქმა უნდა, ადამიანებს საქმიანობას არ შევუზღუდავთ. მშენებლობები განვითარდება ჩარჩო გეგმის კონცეფციის ფარგლებში. შერჩეული იქნა 11 ლოკაცია, რომელიც არის სენსიტიური ამ მიმართულებით. მაგალითისთვის ავიღოთ დიღომი, ვერავინ გაიგო იქ მაღალი კორპუსები უნდა იყოს თუ დაბალი. მსგავსი ვითარება გვაქვს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ამ ლოკაციებში შედის ლისი, ასევე ე.წ. დიღმის ჭალების და სხვა ტერიტორიები“, - განაცხადა მაია ბითაძემ.