ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს, 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკიდან იუწყებიან.მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 76 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.300 პროცენტით, მაქსიმალური 7.380 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.364 პროცენტით განისაზღვრა.