მოოქროვილი აბაზანა სვაროვსკის ქვებით, მარმარილოს კიბეები და "ჭკვიანი სახლი" - როგორ გამოიყურება მდიდრული აპარტამენტები თბილისში (+ფოტო)

თბილისის ცენტრში მდიდრული აპარტამენტებია განთავსებული.მსურველებს უმაღლესი კლასის აპარტამენტებს უახლესი რემონტით, მაქსიმალური კომფორტითა და მრავალფეროვნებით 4 APARTMENTS -ი სთავაზობს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, აპარტამენტების დიზაინი უნიკალურია, თითოეული სართული გამოირჩევა ორიგინალური და განსხვავებული ინტერიერის ელემენტებით (მოოქროვილი აბაზანა სვაროვსკის ქვებით, ბუხრიანი მისაღები ოთახი, მარმარილოს კიბეები).

კერძოდ, საუბარია, ორ სართულიან, 260 კვ. მეტრი ფართობის აპარტამენტზე, რომელიც მოიცავს 3 საძინებელს (კონდიციონერი და Smart ტელევიზორი), 4 აბაზანას, მათ შორის არის, მოოქროვილი აბაზანა სვაროვსკის ქვებით, ჯაკუზი, სამზარეულო სრული აღჭურვილობით, მისაღები ოთახი ბუხრით და „ჭკვიანი სახლი“.

დამატებითი მომსახურება კი, როგორიცაა: ყოველდღიური დალაგება, დიდი/პატარა პირსახოცი (იცვლება ყოველდღე); ერთჯერადი ჩუსტები; კბილის ჯაგრისი; თხევადი საპონი; შამპუნი; კონსიერჟის მომსახურება; პარკინგი; ტრანსფერი აეროპორტიდან და ბიზნეს კლასის მინივენი 6 ადამიანზე, უფასოა.

bpn bpn bpn bpn bpn bpn