1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4474 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4474 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4441 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8485 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8474 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0011 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.