ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საბჭოთა კავშირის დროინდელი ობლიგაციებისთვის ვალის ანაზღაურება დააკისრა

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ რუსეთს საბჭოთა კავშირის მიერ 1982 წელს გამოცემული პრემიალური ობლიგაციების ვალის გასტურმება დააკისრა.დოკუმენტში წერია, რომ რუსეთს აღნიშნული ვალდებულება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაეკისრა, თუმცა არ შეუსრულებია.

„საქმეზე ვოლოკოტინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ ერთხმად აღიარა ადამიანის უფლების ევროპული კონვენციის დარღვევა ზოგიერთი მონაწილის მიმართ“ - წერია სასამართლოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 15 განმცხადებლიდან სამს უნდა აუნაზღაუროს ზარალი და ასევე მორალური კომპენსაციის სახით გადაუხადოს 1800 ევრო.

კოკა კვირკველია