2018 წელს საქართველოში ყველაზე პოპულარული რუხი ფერის ავტომობილებია. სწორედ ამ ფერის მანქანების იმპორტი განხორციელდა წელს ყველაზე მეტი რაოდენობით.კერძოდ, როგორც Allnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 2018 წელს სულ 10 479 რუხი ფერის ავტომობილი შემოიყვანეს.
მეორე ადგილს თეთრი ფერის ავტომობილები იკავებს, რომელთა შემოყვანის მაჩვენებელი წელს 9 688-ია; მესამე ადგილზე კი შავი ფერია და წელს აღნიშნული ფერის 6 063 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა.
2018 წლის ყველაზე პოპულარული და ნაკლებად პოპულარული ფერების ავტომობილების იმპორტის მაჩვენებლები იხილეთ ინფოგრაფიკაზე.