ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა ანტონიო ტაიანიმ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფაზე - ამის შესახებ ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენელმა მიხაილ ტოჩიცკიმ განაცხადა.
„ევროპარლამენტის და საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობით მაკროფინანსური დახმარების გაწევაზე, ევროპარლამენტის პრეზიდენტის ტაიანისა და თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის მხრიდან ხელმოწერილია ევროკავშირ-უკრაინას მეოცე სამიტის დაწყებამდე“ - დაწერა მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
ამით ევროკავშირმა დაასრულა მეოთხე მაკროფინანსური დახმარება უკრაინისთვის 1 მილიარდის ოდენობით, უკრაინის მხრიდან გარკვეული ვალდებულებების აღების პირობით. გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა მისცა მხოლოდ უნგრეთმა.
კოკა კვირკველია