ვინ აფერხებს მეოთხე თაობის ინტერნეტის განვითარებას საქართველოში

”სახელმწიფოს მიერ შექმნილი ხელოვნური წინაღობა, თუ ტექნიკური ბაზის არარსებობა”

ამ თემაზე პრეზენტაცია დღეს ”ბანკებმა დ ფინანსებთა” გამართეს. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ ეკონომიკური დარგის ექსპერტები. საკითხზე დისკუსიაც გაიმართა.

”ბანკების და ფინანსების” ინფორმაციით, მეოთხე თაობის ინტერნეტი- LTE (LONG TERM EVOLUTION) არის მაღალი სისწრაფის (თეორიული დაშვებით -1 გიგაბიტ/წამში) სიჩქარის მქონე ინტერნეტი, რომელიც თითქმის 20-ჯერ აღემატება (თეორიული დაშვებით 42 მეგაბიტ/წამში) საქართველოს ბაზარზე არსებულ მესამე თაობის ინტერნეტის სიჩქარეს.

LTE-ს ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებას მომხმარებლისთვის მსოფლიოში 20 სატელეკომუნიკაციო ქსელი ახორციელებდა, ხოლო 2013 წლის ბოლოს მათი რიცხვი 260-მდე გაიზარდა. ამ პერიოდის განმავლობაში, მსოფლიოში მეოთხე თაობის ინტერნეტის განვითარებაში დაახლოებით 1.1 ტრილიონი აშშ დოლარი ჩაიდო და მას მსოფლიოში დაახლოებით 90 მილიონი აბონენტი მოიხმარს.

როგორც ”ბანკებსა და ფინანსებში” ამბობენ, საქართველოში LTE ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, გაიზრდება ინტერნეტის პრეზენტაცია იმ რეგიონებში, სადაც ვერ ხერხდება ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტის მიყვანა. მეოთხე თაობის ინტერნეტის გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც შესაბამისი მხარდაჭერის მქონე ტელეფონებით, ასევე USB მოდემებით.

საქართველოში მეოთხე თაობის ინტერნეტის ლიცენზიის გაცემა სახელმწიფომ უნდა მოახდინოს. წინასწარ განცხადებული ინტერნეტის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ამ ლიცენზიის გამოტანით, საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარის დამატებითი ინვესტიცია შემოვა.

სახელმწიფოს მხრიდან აქტიური პოზიციის დაკავების შემთხვევაში, საქართველოს სიანვესტიციო გარემო ტექნოლოგიური სრულყოფის კუთხით, უფრო მომხიბვლელი გახდება, ხოლო ქვეყნის მოსახლეობა სწრაფი ინტერნეტის წვდომას ეტაპობრივად მიიღებს, როგორც ქვეყნის დედაქალაქში, ისე რეგიონებში.