გარეუბნები უნდა განვითარდეს, მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გარეუბნების განვითარებისთვის აუცილებელია იმ ტერიტორიების სწორად ათვისება მოხდეს, სადაც ადრე საწარმოები იყო განთავსებული.
„გარეუბნები უნდა განვითარდეს და მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. ჩვენ გვაქვს „ბრაუნფილდები“, ესაა ე.წ. ძველი საწარმოების ტერიტორიები, სადაც ქარხნები იყო. ამ ტერიტორიების სწორად ათვისება და განვითარება უნდა მოხდეს. ქალაქის ბევრ რაიონშია ასეთი ადგილები, ბევრი შეიძლება კერძო საკუთრება იყოს, მაგრამ ამ ადამიანებს დავეხმარებით. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა“, - განაცხადა კალაძემ.