სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გადავიდეს ეროვნული წარმოების კომპიუტერებზე. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„დღეიდან მთავრობის სხდომათა დარბაზში დამონტაჟდება სომხური წარმოების კომპიუტერული ტექნიკა. სომხეთში მაღალი ტექნოლოგიის განვითარება მთავრობისთვის პრიორიტეტულია. საუბარია არა მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, არამედ ტექნიკაზე. მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და წახალისება. ეს სასიამოვნოცაა და მომგებიანიც. მოგვიანებით სომხური წარმოების კომპიუტერებით მოხდება ქვეყნის პარლამენტის აღჭურვაც“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ცნობისათვის, მანამდე სომხეთის ხელისუფლება Apple-ის ნოუთბუქებით სარგებლობდა. ამ დროისთვის ტექნიკური გადაიარაღება მოხდა მცირე დარბაზში, სადაც ჩატარდა მინისტრთა კაბინეტის სხდომა, ხოლო ძირითად დარბაზში ტექნიკის მონტაჟი უახლოეს მომავალში იგეგმება.
კოკა კვირკველია