ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაწესდეს ამერიკაში იმპორტირებულ ჩინურ პროდუქციაზე 25%-იანი გადასახადი ხუთშაბათს ღამის 12 საათიდან ძალაში შევიდა. საუბარია 34 მილიარდის მოცულობის პროდუქციაზე.
როგორც ამერიკის ლიდერმა მანამდე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ჩინეთის მხრიდან არაკანონიერი მითვისების გამო, მთელი რიგი ამერიკული ტექნოლოგიებისა, რომელიც ამერიკელების ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს, ასევე პეკინის მხრიდან არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის პასუხად.
დონალდ ტრამპის აზრით, ახალი ზომები ხელს შეუწყობს ამერიკას შეამციროს ის სავაჭრო დეფიციტი, რომელიც გააჩნია ჩინეთთან ვაჭრობაში და რომელიც მისივე განცხადებით, 500 მილიარდ დოლარს აღწევს წელიწადში.
თავის მხრივ, პეკინში განაცხადეს, რომ ვაშინგტონს გადამწყვეტ პასუხს გასცემენ, ვინაიდან ამერიკის ეს ნაბიჯები ჩინეთის ეროვნულ ინტერესებს ვნებს.
კოკა კვირკველია