"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში მთავრობამ ორი პროექტი დაამტკიცა

პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მთავრობის სხდომაზე დღეს ორი პროექტი დამტკიცდა.

როგორც მთავრობის სხდომიდან გამოსულმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ოთხი დღეა დაიწყო და უკვე ორი განაცხადი გაიტანეს სახელმწიფო ქონების გადაცემაზე.

"ეს არის მცირე საწარმოები. ერთი არის პლასტიკის ნაწარმის მწარმოებელი ქარხანა, რომელიც კასპში კეთდება. მეორე არის რუსთავში, საფეიქრო საწარმო. კერძოდ, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და ტყავის გადამამუშავებელი მცირე საწარმო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ორივე პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იქნება, თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ისინი დაპროექტებას ახლა აკეთებენ და მთლიანი ინვესტიციების რაოდენობაც დადგინდება.