ვანის ნაქალაქარს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა. ამის შესახებ მთავრობის 3 ივლისის დადგენილებაშია აღნიშნული.„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს – ვანის ნაქალაქარს განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე,“-აღნიშნულია დადგენილებაში.