კორპორაცია Google-მა დაადასტურა, რომ ძიების შემთხვევაში ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება ის დოკუმენტები, რომლებიც Google Docs-ზე საჯაროდ არის განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ გაავრცელა.
ცნობილი გახდა, რომ 5 ივნისს სხვადასხვა საძიებო სისტემებში ღიად გამოჩნდა Google Docs-ზე განთავსებული ინფორმაციები, რომლებზეც შესაძლოა, ყოფილიყო მნიშვნელოვანი დოკუმენტები ან პაროლები და სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია.
ამასთან დაკავშირებით კომპანიამ განაცხადა, რომ მაძიებლების მხრიდან ინდექსირება ხდება იმ დოკუმენტებისა, რომლებიც მომხმარებლების მხრიდან მიზანმიმართულად არის საჯარო წვდომისთვის განთავსებული. კორპორაციაში ხაზი გაუსვეს, რომ მომხმარებლებს ყოველთვის შეუძლიათ შეცვალონ კონფიდენციალურობა ხელსაწყოს მეშვეობით და შესაბამისად ამ გზით განსაზღვრონ დოკუმნტების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა.
კოკა კვირკველია