პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოლოდინი აქვს, რომ მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად 200-დან 259 მლნ ლარამდე თანხა დაიზოგება.პრემიერს მედიის წარმომადგენლებმა შეკითხვა IDFI-ის კვლევის შესახებ დაუსვეს, რომლის შეფასებითაც, 2017 წლის დეკემბერში დაწყებულმა მთავრობის სტრუქტურულმა ცვლილებებმა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება ვერ უზრუნველყო.
„სამინისტროების ოპტიმიზაცია ჯერ არ მომხდარა და შედეგი როგორ უნდა გამოეღო? როცა გეგმას განვახორციელებთ, მერე გააკეთონ შეფასებები. 3,9 % იქნება ჩვენი მაქსიმალური ზღვარი - დღეს 4,3%-ია მთლიანი შიდა პროდუქტის. ჩვენ ვსაუბრობთ 200-დან 259 მლნ ლარამდე, მნიშვნელოვან დანაზოგზე. გამოთავისუფლებულ რესურსზე, რომელიც უნდა მოვახმაროთ უფრო საჭირო პროგრამებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.