საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, ჭუბერში სტიქიის შედეგად 21 სახლი დაზიანდა, მათგან 7-9 კი მძიმე მდგომარეობაშია.
სუბარი ამ წუთებშიც სტიქიის ადგილზე იმყოფება.
„მეორე მხარეს დაახლოებით 7 ოჯახია, რომელიც ასეთ მდგომარეობაშია. 2 სახლი მთლიანად წაღებულია. ერთი კუნძულზეა დარჩენილი. რამდენიმე სახლში პირველ სართულზე წყალი შევიდა. მთლიანობაში სტიქიის შედეგად 21 სახლი დაზიანდა და მათგან 7-9 მძიმე მდგომარეობაშია“, - განაცხადა სუბარმა.