"ქართულმა ოცნებამ" აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე ოფიციალურად წარადგინა

პარტია "ქართულმა ოცნებამ" აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.რიჟვაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე დეპუტატებმა ჟურნალისტებს წარუდგინეს.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მას მმართველი გუნდიდან აღნიშნულ თანამდებობაზე შემოთავაზება ჰქონდა, რაზეც დათანხმდა.

თორნიკე რიჟვაძე დღემდე საქართველოს ენერგეტიკის ფონდის ხელმძღვანელი იყო, ასევე ის "აჭარა წყალ ჯორჯიას" იურიდიულ დირექტორად მუშაობდა.

საქართველოს პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ზურაბ პატარაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა.