”პოლარული იოგურტი“  ”ლუკა პოლარესგან”

კაფე-სანაყინეების ქსელი ”ლუკა პოლარე” ახალ ფილიალს აღმაშენებლის 125-ში ხსნის.

კაფე-სანაყინისთვის ეს რიგით მეოთხე ფილიალია. ”ლუკა პოლარე” გაფართოებას ახალი პროდუქტით აღნიშნავს. ყველა საფირმო პროდუქტის გარდა, აღმაშენებლის ფილიალში წარმოდგენილი იქნება „პოლარული იოგურტი“ - ცივი, ე.წ. ფროზენ იოგურტი მრავალრიცხოვანი ტოპინგებით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „პოლარული იოგურტი“ სხვა პროდუქტების მსგავსად განსაკუთრებული რეცეპტით მზადდება და "ლუკა პოლარეს" შემოქმედებას წარმოადგენს.

ახალ პროდუქტთან ერთად კომპანია ახალ სერვისსაც გთავაზობთ: ყველა სტუმარს თავად შეეძლება ჩამოასხას იოგურტი სასურველი ზომის ჭიქაში და საკუთარი გემოვნებით შექმნას უნიკალური პროდუქტი მრავალრიცხოვან ტოპინგებთან კომბინაციით.

ლუკა პოლარე ქართულ ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა და მისი საფირმო პროდუქტებია: ბუნებრივი ინგერდიენტებით და იტალიური რეცეპტით დამზადებული ნაყინი; ყავა და გამაგრილებელი სასმელი; ნამცხვრები; სალათები და ხილის ფრეშები; „პოლარული იოგურტი“.