საფრანგეთის სანაოსნო კომპანიამ CMA CGM Group-მა ირანში ბიზნესის წარმოება შეწყვიტა. ამის შესახებ სააგენტო AFP იუწყება.
გამოცემის ცნობით, კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო, რომელიც ირანისთვის მორიგი სანქციების დაწესებას უკავშირდება.
CMA CGM - ეს არის 1978 წელს დაფუძნებული კომპანია, რომელიც ბიზნესს მსოფლიოს 160 ქვეყანაში აწარმოებს და ძირითადად დაკავებულია ზღვაზე საკონტეინერო გადაზიდვებით.
შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა 8 მაისს მიიღო გადაწყევტილება ვაშინგტონის მიერ ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების დატოვებაზე, რომელსაც 2015 წელს მოეწერა ხელი და ზღუდავდა ირანის ბირთვულ საქმიანობას, მაშინ არსებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. დონალდ ტრამპმა არამხოლოდ ძველი სანქციების აღდგენის პირობა დადო 90-180 დღის ფარგლებში, არამედ ახალი სანქციების დაწესებაც დაანონსა.
კოკა კვირკველია