გეოლოგიური დაზვერვის მიმართულებით დაფინანსების შემცირებას შეიძლება მოჰყვეს ნავთობზე ფასების ზრდა და შესაძლებელია ის 150 დოლარამდეც ავიდეს.
როგორც სააგენტო Bloobmerg-ი წერს, მსგავსს სცენარზე მიანიშნებენ კომპანია Sanford C.Bernstein & Co.-ს ექპერტები.
„იმის გამო, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდება არასაკმარისია, ბოლო წლებში წარმოიქმნა „ქრონიკული დაფინანსების უკმარისობა“ ნავთობმოპოვებით მრეწველობაში და ხარჯებმა გეოლოგიურ დაზვერვაში იკლო ბოლო წლების ყველაზე დაბალ ნიშნულამდე“ - წერია ანგარიშში.
ექსპერტების განცხადებით, შედეგად 2000 წელთან შედარებით უმეტესობა მსხვილ სანავთობო კომპანიებში, გარდა Exxon-ისა და BP-ისა, შემცირდა ნავთობის მარაგები 30%-ით, რაც ნავთობის გაძვირების პირობებს ქმნის.
„ნავთობის მიწოდების ნებისმიერი შემცირება მსოფლიოს ბაზარზე გამოიწვევს ნავთობის ფასების ზრდას, შესაძლებელია ეს ფასი 2008 წლის ფასზე მაღალიც იყოს, რა დროსაც ერთი ბარელის ღირებულება 150 დოლარს მიუახლოვდა“ -აცახდებენ ექსპერტები.
როგორც სააგენტო წერს, პარასკევს Brent მარკის ნავთობზე ბარელის ფასმა 76,78 დოლარი შეადგინა. 2017 წლის განმავლობაში კი მან 60%-ით მოიმატა.
კოკა კვირკველია