Scribble Pen - კალამი, რომელსაც 16 მილიონი ფერი აქვს

გამომგონებლებმა წარმოადგინეს კალამი, რომელსაც სამყაროში არსებული ფერების ამოცნობა და ამ ფერად დახატვა შეუძლია.

გამოგონება მარკ ბარკერს და რობერტ ჰოფმანს ეკუთვნის. კალამი ორი სახისაა Scribble Stylus და Scribble Pen.

კალამს შეუძლია ამოიცნოს, წარმოქმნას ან კომპიუტერს გადასცეს ნებისმიერი ფერი, რომელიც ჩვენს გარშემოა.

კალამს გააჩნია 16 ბიტიანი ფერადი სენსორი და ARM 9-ის პროცესორი. სენსორის საშუალებით, ხდება ფერის ამოცნობა, რის შემდეგაც კალამი სპეციალური პროგრამის საშუალებით ძირითადი ფერების ნაზავით ქმნის სასურველ ფერს. ამგვარად, კალამს შეუძლია ამოიცნოს და შექმნას 16 მილიონი ფერი.

Scribble Stylus-ს, რომელიც Scribble Pen-ისგან რეზინის ზონარით განსხვავდება, შეუძლია პლანშეტზე ან სმარტფონზე დახატოს.

მოწყობილობებს გააჩნიათ 1 გეგაბაიტიანი მეხსიერება, Bluetooth 4.0 და მიკრო USB. სპეციალურ საიტზე მითითებულია, რომ Scribble Stylus - 79.95$, ხოლო Scribble Pen - 149.95$ ღირს.