ჩინეთში ამერიკის საპასუხო გადასახადები ძალაში შევიდა

ჩინეთში იმპორტირებულ ამერიკულ პროდუქციაზე გადასახადების ამოქმედების განკარგულება ძალაში შევიდა. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლიუ კანმა განაცხადა.

აღნიშნული ნაბიჯი არის პასუხი ამერიკის მხრიდან გასულ კვირას ამოქმედებულ განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც ამერიკაში იმპორტირებულ 818 დასახელების ჩინურ პროდუქციაზე 25%-იანი გადასახადი დაწესდა, მათი საერთო მოცულობა კი 34 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

სააგენტო Bloomberg-ს მოჰყავს ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის სიტყვები, რომ ამერიკის ქმედებები ეწინააღმდეგება მსო-ს წესებს და ნეგატიურად აისახება საქმიან აქტივობაზე მსოფლიოს მასშტაბით. ამასთან, ლიუ კანმა არ უპასუხა კითხვას, თუ რა მოცულობის პროდუქციას შეეხება ახალი გადასახადი.

კოკა კვირკველია