ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე ზოგიერთი ტიპის საწვავი კიდევ გაძვირდა.კერძოდ, ფასებმა ზოგიერთი ტიპის საწვავზე 2-5 თეთრით მოიმატა.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე „პრემიუმ ავანგარდი“ 2.41 ლარი ღირს, მაშინ როცა 22 ივნისის მდგომარეობით, მისი ფასი 2.36 ლარი იყო; 3 თეთრით მოიმატა „ევრო რეგულარის“ ფასმა და 2.29 ლარი გახდა; „ევრო დიზელის“ ფასი კი 2.36 ლარიდან 2.39 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავს, მისი ფასი არ შეცვლილა და კვლავ 2.53 ლარი ღირს.
22 ივნისის შემდეგ საწვავის ფასი შეიცვალა „ვისოლის“ სადგურებზეც. კერძოდ, „ეკოპრემიუმის“ ღირებულება 3 თეთრით გაიზარდა და 2.55 ლარი ღირს; ასევე 3 თეთრით არის გაძვირებული 1 ლიტრი „ევრო რეგულარის“ ფასი და 2.45 ლარი ღირს; „დიზელ ენერჯის“ ფასი კი - 2.42 ლარიდან 2.44 ლარამდე არის მომატებული. რაც შეეხება, ეკო „სუპერისა“ და „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავს, „ეკო სუპერი“ 3 თეთრით გაძვირდა და 2.65 ლარი ღირს; ეკო დიზელის“ ფასი კი 2 თეთრით გაიზარდა და 2.54 ლარი გახდა.
რაც შეეხება სხვა ავტოგასამართ სადგურებს, „რომპეტროლის“ სადგურებზე „ევრო პრემიუმის“ ფასი - 2.52 ლარიდან 2.55 ლარამდეა გაზრდილი; 3 თეთრით გაძვირდა „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი და 2.45 ლარი ღირს; ამასთან, „efix ევრო დიზელი“ დღეის მდგომარეობით, 2.50 ლარი ღირს, მაშინ როცა 22 ივნისის მდგომარეობით, 2.48 ლარი იყო; ხოლო 1 ლიტრი „ევრო დიზელი" 2 თეთრით გაძვირდა და 2.44 ლარი ღირს; „სუპერის“ ღირებულება კი 3 თეთრით გაიზარდა და 2.65 ლარი გახდა.
ზოგიერთი ტიპის საწვავი გაძვირდა ასევე „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზეც. კერძოდ, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი - 2.48 ლარია, მაშინ როცა 22 ივნისის მდგომარეობით, 2.45 ლარი ღირდა; 5 თეთრით არის მომატებული 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი და 2.38 ღირს; „ევრო დიზელი“ 2.45 ლარიდან 2.48 ლარამდე გაძვირდა; დიზელის ფასი კი 5 თეთრით გაიზარდა და დღეის მდგომარეობით, 2.38 ლარია; „სუპერის“ ტიპის საწვავი კი არ შეცვლილა და კვლავ - 2.58 ლარი ღირს.
22 ივნისის შემდეგ ფასები არ შეცვლილა "გალფის" ავტოგასამართ სადგურებზე. კერძოდ, დღეის მდგომარეობით, „სუპერი“ 2.58 ლარი ღირს; 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.44 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ 2.39 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი კი 2.34 ლარია; ხოლო „ევრო დიზელისა“ და დიზელის ღირებულება შესაბამისად, 2.49 ლარი და 2.44 ლარია.